|
2025-06-05 12:52:56, 825 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ზოგიერთმა ევროპელმა ბიუროკრატმა კეთილი ინებოს და პატივი სცეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს
ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს ზოგიერთ ბიუროკრატს - რაღაც სისულელეს რომ იტყვიან, თითქოს ეს სრული ჭეშმარიტებაა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ, კატეგორიულად მიუღებელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კალაძის თქმით, „ჯანსაღი კრიტიკა, პოლემიკა, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს“. „ჯანსაღი კრიტიკა, ზოგადად, პოლემიკა, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ჩვეულებრივი პროცესია. მაგრამ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. საუბარია იმაზე, რომ პირდაპირ გეუბნებიან თეთრზე შავიაო. ყველა მათი განცხადება დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ცილის წამებაზე, შანტაჟზე. პირდაპირ მცდელობები კონკრეტული ფაქტებით, მაგალითებით, რომ თუნდაც არჩევნების დროს არჩევნებში ჩარევის მცდელობა ჰქონდათ თავიანთი განცხადებებით, ქმედებებით. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, ჩაერიო სხვა ქვეყნის სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ გვითქვამს, საქართველო მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, რომ ჩვენ რაღაც მითითებები მოგვცეს, ბრძანებები გასცეს. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ის დამოკიდებულება, რაც ზოგიერთ ბიუროკრატს აქვს, რომ რაღაცას იტყვის სისულელეა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ და ეს არის თურმე სრული ეჭეშმარიტება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. კეთილი ინებოს, ვინც არ უნდა იყოს, პატივი სცეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს“, - განაცხადა კალაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)