|
2025-06-05 12:20:26, 814 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა „ჰამასის“ მიერ გატაცებული ორი მძევლის ცხედარი დაიბრუნა
ისრაელმა ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ მიერ გატაცებული ორი მძევლის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრზე, ბენიამინ ნეთანიაჰუზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ არ მოვისვენებთ მანამ, სანამ ყველა მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ, როგორც ცოცხლებს, ისე გარდაცვლილებს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელმა „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ცოლ-ქმრის, გადი ჰაგაისა და ჯუდი ვაინშტინის ცხედრები ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის, „შინ ბეთის“ მიერ ღაზის სექტორის ხან იუნისის რაიონში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაიბრუნა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის“ ტყვეობაში 56 მძევალი რჩება, რომელთა შორის, სულ მცირე, 33 გარდაცვლილია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)