|
2025-06-05 12:01:30, 734 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში ოპოზიცია არ არის და იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში
ქვეყანაში ოპოზიცია არ არის და იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში - ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ისაუბრა საკადრო ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ზოგადად, განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება. „გიორგი გაბიტაშვილი არის ღირსეული კაცი, სწორედ ეს იყო მიზეზი იმის, რომ ის დაიკავებს ძალიან მაღალ თანამდებობას პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ცვლილება წაადგა სწორი მიმართულებით შესაბამისი დარგების განვითარებას. იმის გამო, რომ განხორციელდა ცვლილებები, მარტო რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში შევძელით 52.5 მილიონი ლარის დაზოგვა, ეს მინიმალური მაჩვენებელია ცვლილებების შედეგად. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ცუდი იყო და ვიღაც კარგია. განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არის რეალურად ოპოზიცია, ოპოზიცია უნდა ასრულებდეს იმ როლს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ფორმაში ყოფნა. ოპოზიცია ქვეყანაში არ არის და ჩვენ იძულებულები ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში. ამიტომ ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე, ამან კონკრეტული შედეგები მოიტანა“,- აღნიშნა პრემიერმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)