|
2025-06-05 11:40:57, 1069 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა
თიბისისა და „საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის” პარტნიორობით, ბათუმში საერთაშორისო მასშტაბის სემინარი ჩატარდა, რომელიც ლურჯი მოცვის წარმოებასა და მოსავლის აღების შემდგომ პროცესების სრულყოფილ მართვას ეხებოდა. ღონისძიებაზე ასოციაციის წევრ კომპანიებს პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება გაუზიარეს მოწვეულმა სპიკერებმა ჩილედან, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში მოცვის წარმოებასა და მოსავლის აღების შემდგომ მენეჯმენტში:
სემინარზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ნიადაგის მომზადება, მორწყვა და მოსავლის აღების ოპტიმიზაცია; Cold chain ტექნოლოგიები და ტრანსპორტირების სტანდარტები; ხარისხის გაუმჯობესება და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლის სტრატეგიები. მოცვის კულტურა საქართველოსთვის შედარებით ახალი, თუმცა სწრაფად მზარდი აგრარული მიმართულებაა: კენკროვანის ექსპორტმა 2024 წელს დაახლოებით 5 000 ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია; ქვეყანაში მოცვის ბაღები უკვე 3 ათას ჰექტარზეა გაშენებული, მწარმოებლები კი ბაზრების დივერსიფიკაციასა და მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობენ. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის #1 პარტნიორისთვის, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი სტარტეგიული მიმართულებაა; სწორედ ამიტომ ბანკი მუდმივად ხელს უწყობს სექტორში ახალი ცოდნისა და მაღალი სტანდარტების დანერგვას. თიბისი აქტიურ ნაბიჯებს დგამს მოცვის, როგორც შედარებით ახალი კულტურის, განვითარებისთვის საქართველოში და ამ დროისთვის მხოლოდ კორპორატიულ სექტორში 300 ჰა-მდე ბაღები აქვს დაფინანსებული. საერთაშორისო სემინარებისა და მსგავსი პლატფორმების მხარდაჭერით კი თიბისი ცდილობს, ხელი შეუწყოს დარგის ახალ საფეხურზე გადასვლას, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკის ზრდას, რეგიონების გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)