|
2025-06-04 10:44:42, 937 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გაზრდილი ტარიფები ძალაში შევიდა
აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გაორმაგებული ტარიფები ძალაში შევიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტრამპმა გუშინ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფები 25%-დან 50%-მდე იზრდება. „ჩვენ დავიწყეთ 25-დან და შემდეგ, მონაცემების უკეთ შესწავლის შემდეგ, მივხვდით, რომ მეტი დახმარებაა საჭირო. სწორედ ამიტომ 50-იანი ტარიფები იწყება“, - განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, კევინ ჰასეტმა. ზრდა ყველა სავაჭრო პარტნიორს ეხება, გაერთიანებული სამეფოს გარდა, რომელმაც აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმება დადო და დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის იმპორტის განაკვეთი მინიმუმ 9 ივლისამდე 25%-ზე დარჩება. Reuters-ი წერს, რომ აშშ-ში გამოყენებული ფოლადის დაახლოებით მეოთხედი იმპორტირებულია და აღწერის ბიუროს მონაცემები აჩვენებს, რომ გაზრდილი გადასახადები განსაკუთრებით მძიმე დარტყმას მიაყენებს აშშ-ის უახლოეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადასა და მექსიკას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)