|
2025-06-03 20:15:42, 949 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ იხსნება
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – უცვლელი რჩება და არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში არ შეიცვლება. ასე ეხმაურება მამუკა ხაზარაძე პარტიის გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის სატელევიზიო განცხადებას, რომელიც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური კოალიციების ერთიანი სტრატეგიის საჭიროებას შეეხებოდა. მისივე თქმით, მიუღებელია ის ვითარება, როდესაც ერთიანი ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრისას ოპოზიციური კოალიციები სტრატეგიულ ფორმატებს ტოვებენ: “მინდა გამოვეხმაურო “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი არჩევნების გარშემო საჭიროა ოპოზიციური კოალიციების ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება. ის, რომ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ, დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე უკომპრომისოდ! ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა, რადგან ჩვენ ერთიანი ბრძოლის ველის შექმნის ინიციატორები და ერთგულები ვიყავით თავიდანვე. აქვე დავამატებ, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი! პ.ს. ბოდიშს გიხდით ამ ფორმით რომ მოგმართავთ. არ ვიმყოფები საქართველოში. კვირის ბოლოს მზად ვარ უფრო დეტალურად მოგახსენოთ “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოზიცია და ხედვა როგორ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში!”, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)