|
2025-06-03 16:12:43, 1937 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად, ყირიმის ხიდს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკვე მესამედ, დღეს დილით, ოპერაციის რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ, უწყებამ ყირიმის ხიდის წყალქვეშ მდებარე საყრდენებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტმა ასაფეთქებელმა ნივთიერებებმა ხიდის საყრდენებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც, ხიდი საავარიო მდგომარეობაშია. უწყებაში აღნიშნეს, რომ ოპერაციის დაგეგმვაში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილი მალიუკი პირადად მონაწილეობდა და ოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია. „ღმერთს სამება უყვარს და უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს ის, რასაც გეგმავს. ჩვენ, 2022 და 2023 წლებში ყირიმის ხიდს ორჯერ დავარტყით. დღეს ეს ტრადიცია წყალქვეშ გავაგრძელეთ. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის არცერთი უკანონო ობიექტის ადგილი არ არის. ამიტომ, ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა. ყირიმი უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი სახით გამოვლინებას ჩვენი მკაცრი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ვასილი მალიუკმა.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)