03:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 11:26:48, 756 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა საქართველოში საკუთარი ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

რუსეთმა თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა. თანამდებობას დმიტრი ოლისოვი დაიკავებს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 2 ივნისს გაავრცელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოლისოვმა 2002 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი. ასევე აღნიშნულია, რომ ოლისოვმა იცის ინგლისური, ლატვიური და გერმანული ენები, აქვს პირველი კლასის მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

"დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს 2002 წლიდან, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ: ლატვიის რესპუბლიკაში, ლიეპაეში რუსეთის ფედერაციის გენერალურ საკონსულოში (2002-2005 წლებში), ბრიუსელში რუსეთის ფედერაციის მუდმივ წარმომადგენლობაში ევროკავშირსა და ატომური ენერგიის ევროპულ თანამეგობრობასთან (2008-2010 წლები), გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოში (2014-2019 წლებში). 2019 წლის დეკემბრიდან - დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი." - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აქამდე, გასული თვის დასაწყისში რუსეთის ინტერესების სექციის მეთაურმა, დმიტრი ტროფიმოვმა თქვა, რომ თანამდებობა დატოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ ეს დაგეგმილი როტაცია იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics