|
2025-06-03 09:41:30, 785 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. წინასწარი გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ლი ჯე მიუნგი ლიდერობს. მეორე ადგილზეა მმართველი პარტიის კანდიდატი – კიმ მუნ სუ, რომელიც იუნ სუკ იოლის მთავრობაში დასაქმებისა და შრომის მინისტრი იყო. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება. სამხრეთ კორეელებს წინასწარი ხმის მიცემა 29 და 30 მაისს შეეძლოთ, ამ შესაძლებლობით 15 მილიონამდე ადამიანმა ისარგებლა. მოსალოდნელია, რომ ეროვნული საარჩევნო კომისიის მიერ ხმების დათვლიდან რამდენიმე საათში, გამარჯვებული კანდიდატის ინაუგურაცია გაიმართოს. როგორც „როიტერი“ წერს, სამხრეთ კორეაში ეკონომიკის გაძლიერება და პოლიტიკური არეულობის დასრულებაა ის ორი მთავარი საკითხი, რომელიც საარჩევნო უბანთან მისულმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს. ამის მიზეზი კი პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება გახდა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ეროვნულმა ასამბლეამ საომარი მდგომარეობა რამდენიმე საათში გაუქმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)