|
2025-06-02 13:17:38, 995 ნახვა
სამართალი
მოსამართლისთვის წყლის შესხმისთვის, მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. 366-ე მუხლის დარღევა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი 30 მაისს, სასამართლო პროცესზე შეასხა. სხდომაზე ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მსჯელობდნენ. "თქვენ ხართ თანამონაწილე, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა" - განაცხადა მელიამ პროცესზე და მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ მელია სხდომათა დარბაზიდან გააძევა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მელიასთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. დაცვის მხარე კი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)