|
2025-05-30 21:23:40, 1253 ნახვა
საზოგადოება
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი 2 ივნისს გაიფიცება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, ორშაბათს, 12:00 საათიდან, ლექტორები და სტუდენტები გაიფიცებიან. ისინი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს მოუწოდებენ, რომ სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ მათ პროტესტს. სტუდენტების აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით აქტივისტებიც შეუერთდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან და პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა” კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელთაც “ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ინფორმაციისთვის, საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი". მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)