|
2025-05-30 15:02:19, 701 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - საელჩოების განცხადებები ჩვენთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნისკენაა მიმართული
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების მიერ თავისი მოქალაქეების გასაფრთხილებლად გავრცელებული განცხადებები "ჩვეულებრივი მავნებლობაა" და მიმართულია საქართველოსთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნისკენ. კალაძემ ასევე თქვა, რომ ნებისმიერ უცხოელს შეუძლია საქართველოში შემოვიდეს, თუ ის "ბოროტი ზრახვებით არ არის გამსჭვალული". "ეს ჩვეულებრივი მავნებლობაა, სხვას ვერაფერს დავარქმევ და მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შექმნან ქვეყანაში. ტურისტული მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. წლიდან წლამდე ყოველთვის იზრდება ტურისტების რაოდენობა და ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ ამ სექტორის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ძალიან კარგი სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეფარდებაა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა არშემოშვებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოქალაქეების არშეშვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას ვიღაცის შემოშვება-არშემოშვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ ქვეყნის ინტერესებით.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)