05:57 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 10:36:51, 818 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„მდივანმა მარკო რუბიომ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა აშშ-გერმანიის კოორდინაციის ძირითადი საკითხები განიხილეს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, პეკინის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების შეკავება და იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ და იოჰან ვადეფულმა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„მდივანი რუბიო თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ გერმანიის მზადყოფნას მიესალმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უფრო მჭიდრო სტრატეგიული ჩართულობის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics