|
2025-05-28 20:45:07, 697 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - გარკვეულ ჯგუფებს რომ მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, არანორმალურია
გარკვეულ ჯგუფებს უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის ინიციატივით გამართული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, რადგან „ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი“, „მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ყველას ესმოდეს, რომ სანქცირებული ივანიშვილი, სანქცირებული კალანდარიშვილით საქართველოში არჩევნებს არასდროს არ ჩაატარებს. შესაბამისად, გარკვეულ ჯგუფებს რომ უკვე მზადება აქვთ დაწყებული ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია. აქ შეკრებილი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვთანხმდებით ერთ რამეზე, ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივი „მესიჯი“ გვაქვს საზოგადოებისთვის: „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი, სადაც ის სხვადასხვა მსახიობებს შესთავაზებს სხვადასხვა როლს, ზოგმა დაირქვას რომ პოლიტიკოსია, ზოგმა - მერობის კანდიდატი და ა.შ. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა და ამის შემდეგ ობიექტური არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში და როგორი კოალიციური მთავრობა უნდა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)