|
2025-05-28 11:40:11, 646 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე გომელაურის გადადგომაზე - ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შიდა რყევების ნიშანია
ჯერ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, ახლა გომელაური - ეს უბრალოდ საკადრო ცვლილება არ არის. ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შიდა რყევების და კრიზისის ნიშანია,- ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კრიზისი რეალურ გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. „როდესაც სისტემას ტოვებენ ივანიშვილის ყველაზე ერთგული, ინფორმირებული და გავლენიანი ფიგურები, მხოლოდ ორი ახსნა რჩება: პირველი, ან ისინი ტოვებენ სისტემას , რომ მომავალში თავიანთი გადარჩენა უზრუნველყონ, გრძნობენ, რომ გემი იძირება. ან მეორე, თავად რეჟიმი ხვდება, რომ არსებული სტატუს-კვოთი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას და იწყებს გადაჯგუფებას, დროის მოსაგებად. ორივე შემთხვევაში ფაქტი ერთია, რეჟიმს უჭირს და იწყებს შიგნიდან ჩამოშლას, კრიზისი რეალურია. ეს უკვე ნანახი გვაქვს: სერბეთი, 2000 წელი - მილოშევიჩის რეჟიმი დაიშალა მას შემდეგ, რაც ძალოვან სტრუქტურებში შიდა რყევები და გადადგომები დაიწყო. რეჟიმი მალე დაემხო. საქართველო, 2003 წელი: ვარდების რევოლუციამ იმიტომ იმუშავა, რომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების ნაწილი მანამდე გადადგა , ახალ დანიშნულების ნაწილმა კი შევარდნაძის მხარდაჭერა შეწყვიტა. ტუნისი, 2011 წელი - როდესაც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა ბენ ალის რეჟიმის დატოვება დაიწყეს, სულ მალე დიქტატორი გაიქცა და რეჟიმი ჩამოიშალა. ახლა უკვე ყველაფერი ჩვენზეა, ეს კრიზისი რეალურ გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. საქართველოს მომავალი არ ეკუთვნის შიშზე აშენებულ ერთი კაცის ავანტიურას, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გამო წირავს ადამიანებს. ეს ქვეყანა ეკუთვნის თავისუფლების მოყვარე ხალხს და მათი გამარჯვების რწმენას!“ - წერს პაატა მანჯგალაძე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)