|
2025-05-27 11:52:25, 727 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა. „საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენ თანამემამულეები მთელ მსოფლიოს აცნობენ საქართველოს უნიკალურობას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას. შესაბამისად, მათი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იაზრებს ამ მისიის მნიშვნელობას. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დაბრუნება უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მათ ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ. მოხარული ვარ, რომ შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად, სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რიცხვი წლიდან წლამდე მოიმატებს. ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული მისია, ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამემამულე წლიდან წლამდე დავაბრუნოთ სამშობლოში“, - განაცხადა კობახიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)