|
2025-05-27 11:50:34, 659 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ვინც არჩევნებად წოდებულ წარმოდგენაში, თეატრში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე
სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც წარმოდგენაში, თეატრში, არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „როდესაც პოლიტპატიმრები, ახალი ტყვეები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არიან, ამ დროს, სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი დანაშაულია!“ „სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც წარმოდგენაში, თეატრში, არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! პოლიტპატიმრები ციხეში, პლუს ახალი ტყვეები, ახლა უკვე, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ამ დროს, სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი - დანაშაულია! ეგ არის ივანიშვილის წარმოდგენა/სპექტაკლი! ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე! ბიძინა უნდა დაემხოს!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)