|
2025-05-26 21:24:46, 796 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკომ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ალექსანდრ ლუკაშენკომ, ივანიშვილის წარმომადგენელს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. შესაბამისი წერილი სათაურით, "მილოცვა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს" ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. "ათასწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი, რომელიც დიდი იმპერიების ინტერესთა კვეთაზე იმყოფებოდა, სახელმწიფოებრიობისთვის ჯიუტად იბრძოდა, ვაჟკაცურად იცავდა საკუთარი მხარის თვითმყოფადობას და სჯეროდა მისი ნათელი მომავლის. მინსკი უმაღლეს შეფასებას აძლევს თბილისის მცდელობას შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და მიაჩნია, რომ ეს მცდელობები საქართველოს გაბრწყინებას ხელს შეუწყობს. დარწმუნებული ვარ, ბელარუს-ქართული მეგობრობის მრავალწლიანი ისტორია ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის აღდგენის საფუძველი გახდება". – წერია ლუკაშენკოს წერილში. ბელარუსის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე ასევე მიულოცა საქართველოს ყველა მაცხოვრებელს. ლუკაშენკომ ყაველაშვილს ჯანმრთელობა, ბედნიერება და ულევი ენერგია, ხოლო ქართველებს მშვიდობა უსურვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)