|
2025-05-26 18:03:10, 763 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად
ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო სვავები არ ჩერდებიან და აგერ უკვე ამ სვავმა მოძებნა ახალი, პიჯაკებში გამოწყობილი, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ელისაშვილის თქმით, ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მუდმივი დაცვა და ბრძოლა სჭირდება. “ყველას ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობა და სახელმწიფო ისეთი რამ არის, მუდმივად უნდა დაიცვა, მუდმივად უნდა იბრძოლო, მუდმივად უნდა გაუფრთხილდე იმიტომ, რომ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო სვავები არ ჩერდებიან და აგერ უკვე ამ სვავმა მოძებნა ახალი, პიჯაკებში გამოწყობილი, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები. რთულია, მძიმე ბრძოლაში ვართ, გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ რა ვქნათ, საქართველო ერთადერთია და მისთვის ბრძოლაც ღირს, ნერვების მოშლაც და ძალიან მომქანცველ, შეუპოვარ ბრძოლაში შესვლაც, ასე რომ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)