09:06 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-25 18:01:10, 1184 ნახვა

პოლიტიკა
ხვალ, 26 მაისს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

ხვალ, 26 მაისს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების საწყისი ეტაპი იყო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები თბილისში 10:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება, სადაც ახალწვეულები ფიცს დადებენ. ამავე დროს, ორბელიანების მოედანზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები. 

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.

დღის ბოლოს, 19:00 საათზე, გაიმართება გალა კონცერტი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება.

პროევროპული აქცია საზოგადოებას 15:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე უმსაპინძლებს. დაგეგმილია ფილმის ჩვენება, სტუდენტური მარში. 19:00 საათზე კი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics