|
2025-05-24 13:01:57, 724 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - მე ვთქვი, რომ კომისიაზე დაიბარეს ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინა რეჟიმთან
მე ვთქვი, რომ კომისიაზე დაიბარეს ხალხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო წინა რეჟიმთან, ახლა გვარამიამ დააღოს პირი და თქვას, თუ რამე აქვს ჩემზე სათქმელი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია აბსურდული და ბინძურია. „ბატონმა ნიკა გვარამიამ, გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ გასაგები იყო, ასეთი რამე თქვა, პირი არ დამაღებინოთო თუ რაღაც არ მათქმევინოთო. ქალბატონმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, იქ ჩემი ძველი ნაცნობი, ბატონი დავით ბერძენიშვილი გამოჩნდა. ბატონ გვარამიას მივმართავ, რამე თუ აქვს ჩემზე სათქმელი, სცეს საზოგადოებას პატივი, დააღოს პირი და თქვას. როგორც კი ეს კომისია დაიწყო, აღვნიშნე, საერთოდ დაცინვაა მათი მომხრეების, რომ ჯერ მე არ დავუბარებივარ და დაიბარეს ხალხი, რომელსაც იმ რეჟიმთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. იქვე ვთქვი, რომ არც მივალ მაგ კომისიაზე. ასევე ისიც აღვნიშნე, რომ ეს ყველაფერი, დაჭრების ჩათვლით, უნდათ, რათა ფოკუსი მაგაზე გადაიტანონ და არა უფრო დიდ რამეზე, რასაც ღალატობენ, ანუ ქვეყნის მთლიანად მომავალს და დამოუკიდებლობას. სხვათა შორის, დამაბრალეს, რომ დაკითხვაზეც კი არ ჰყოლიათო, ვიღაცამ ჩამიგდო, ეგ უსამართლოა. ბარემ მაგაშიც ნუ მოიტყუებით, დაკითხვაზე ნამყოფი ვარ, სახელმწიფო გადატრიალებაზე და უშიშროების საბჭოს ამბებზე და ა.შ. თუმცა იმის წინ არ წავიდა რეჟიმი ჯერჯერობით. ძალიან რთულ მდგომარეობაში მაყენებს, უნდა ვაღიარო. რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული, იმაზე უნდათ, რომ პასუხი მაგებინონ, თან პირდაპირ იარლიყიც მოგეწებონ. ხვალ რომ დამიბარონ, რაც საერთოდ არ არის გამორიცხული, ბრალი წამიყენონ, დამიჭირონ, ანუ გამოვა, რომ აღარ ვყოფილვარ მოღალატე და თუ ეს არ ქნა ივანიშვილის რეჟიმმა, მაშინ მოღალატე ვარ. გამოდის, მათ ხელშია მე მოღალატე გავხდები და არა ჩემსაში. ასეთი აბსურდული და ბინძური არის ეს კამპანია, რასაც ახლა უყურებთ ყველა ამ ადამიანისგან“, – განაცხადა ბოკერიამ. ცნობისთვის, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს ქოცების „კომისია“, ამას რა ჰქვია, ვიცით, გაასხით, თორემ მდუმარების აღთქმა კი არ მაქვს დადებული“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)