|
2025-05-23 16:23:31, 924 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ზურაბ ჯაფარიძე აღიარებს, რომ განზრახ დაარღვია კანონი
ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა, კანონი რა არის - ჰქონდა შესაძლებლობა აღკვეთის ღონისძიება გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეტენზია ვინმეს მიმართ გაუგებარია. „საკითხი მარტივია, სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. კანონი ყველამ იცოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა, კანონი რა არის. ზუსტად იცოდა, მის მიმართ მოთხოვნა, რა არის. ასევე, ის აღიარებს, რომ მან განზრახ დაარღვია კანონი. შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა აღკვეთის ღონისძიება გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამიტომ, აქ ვინმეს მიმართ პრეტენზიები გაუგებარია. მე ვნახე „ალდეს“ გამოხმაურება და ვნახე „ალდეს“ ჯგუფის ხელმძღვანელის გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით, რუმინელი დეპუტატია ბულაი. ამ განცხადებას ეხმაურება პარტიების გაერთიანება, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროპულობაზე. განცხადება სავსე არის დეზინფორმაციით და სამართლებრივი სახელმწიფოს არაღიარების პრინციპით. კერძოდ, ტყუილია ბატონი ბულაის და „ალდეს“ განცხადება, თითქოს საელჩოებს არ ჰქონდათ დასწრების შესაძლებლობა, პირიქით, თუ არ ვცდები შვედეთის და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ [ ჯაფარიძის სასამართლო პროცესს]. ასე რომ პირდაპირ ტყუილს წერს ბატონი ბულაი და „ალდე”, - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ სასამართლო ღია იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)