|
2025-05-23 15:43:53, 1114 ნახვა
სამართალი
კერენ ესებუა, რომელსაც ირაკლი ზარქუამ შეურაცხყოფისთვის უჩივლა, 3 500 ლარით დააჯარიმეს
დღეს, 23 მაისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მუსიკოსის და სამოქალაქო აქტივისტის, კერენ ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა - ივანიშვილის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მას და მარიამ სიჭინავას შეურაცხყოფისთვის უჩივლა (აქტივისტები ზარქუას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში შეძახილებით დახვდნენ), რის საფუძველზეც ესებუა 3 500 ლარით დააჯარიმეს. მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა აქტივისტების საქმის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მათ წინააღმდეგ 173-ე მუხლის 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც 4 000 ლარამდე ჯარიმას, ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. აქტივისტებმა თავადაც მიმართეს სასამართლოს ირაკლი ზარქუას მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. "ეს დაკვეთა მოდის კობახიძისგან, პაპუაშვილისგან, ზარქუასთან და პირდაპირ კალაძისგან, რადგან მათ გვითხრეს, რომ დავისჯებით სამაგალითოდ, რომ შემდგომ ვერც ერთმა მოქალაქემ ვეღარ გაბედოს ერთი სიტყვითაც კი შეელაპარაკოს ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელს. მათ ისე ეშინიათ ორი ქალის, რომ ცდილობენ გამოგვკეტონ. ეშინიათ, რომ 26 მაისს, არ ვიყოთ გარეთ. ვერ ვიჯერებ იმას, რომ რომელიმე მოსამართლეს ეყოფა გამბედაობა, რომ ამ დაკვეთის წინააღმდეგ წავიდეს" - თქვა ესებუამ გამოცემა ბათუმელებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)