|
2025-05-23 15:09:26, 1009 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის
ზურაბ ჯაფარიძე მხნედ არის - რაც შეეხება წერილებს, თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს, ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ,- ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა საპატიმროში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც უფლებადამცველმა განმარტა, ზურაბ ჯაფარიძის ბრძოლის ხაზი ციხეზე გადის და ვინც გარეთ არის მოუწოდებს, „მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება“. „მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზურა მალე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, რა თქმა უნდა, მოლოდინები, ხშირ შემთხვევაში, არ მართლდება ხოლმე. ზურა არ აღიარებს დანაშაულს, ის მიიჩნევს, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს წერილებთან დაკავშირებით, მათი პოზიციაა, რომ ზურა თუ წერილებს დაწერს, მე ამის გამოტანის საშუალება არ მაქვს. ერთადერთი, შემიძლია, ჩემი ხელნაწერით, ისიც, რა თქმა უნდა, ჩემსა და ზურას შორის საუბარი არის კონფიდენციალური და ნაწერებიც, არავის აქვს ამ შინაარსის გაცნობის უფლება. რა თქმა უნდა, ესეც დამოკიდებულია იმაზე, რომელი პენიტენციური დაწესებულებაა, თუმცა ჩემთვის გასაკვირია, რატომ არ შეიძლება, გამოვიტანო ზურას მიერ დაწერილი წერილი საჯაროდ“, - აღნიშნავს ირაკლი ჩომახაშვილი. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)