|
2016-03-17 10:12:31, 771 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა საპენსიო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესახებ ანგარიშსს განიხილავს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საპენსიო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის თაობაზე და საპენსიო სისტემის შექმნის კუთხით განხორციელებული სამუშაოს შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშსს განიხილავენ. „ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით, ჩართულია ყველა დაინტერესებული უწყება. ასევე, ჩართულები არიან საერთაშორისო ინსტიტუტები და ეს სისტემა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში და ასევე, გულისხმობს ახალი დამატებითი, დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც უკვე მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩაირთვება. მანამდე გვექნება გაწერილი გეგმა საკანონმდებლო ცვლილებების. დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსების სისტემას, ეს არის დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინასებული დაგროვებითი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომავალი პენსიონერებისთვის იმ სოციალურ დონეს უზრუნველყოფის, რომელიც სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს მომავალი პენსიონერებისთვის. ეს სისტემა არ გულისმობს არსებული მინიმალური, საბაზისო უზრუნველყოფის გაუქმებას, პირიქით, არსებული საბაზისო საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად",-განმარტა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)