|
2025-05-23 13:42:29, 672 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვისა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. დეპუტატების წინაშე ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა. მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გამოძიების ეფექტურობას და ამავდროულად ის ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნული სამსახურის სტატუსთან არსებობს, აღმოიფხვრება. როგორც გორდულაძე აღნიშნავს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური კონკრეტულ დანაშაულებს იძიებდა, მაგრამ მასზე ზედამხედველობა და საპროცესო ხელმძღვანელობას ისედაც პროკურატურა ახორციელებდა. „წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ის უფლებამოსილებები, ის საქმეები, რომლის გამოძიებასაც ახორციელებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური გადაეცემა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს - საქართველოს პროკურატურას, შესაბამისად, სამსახური უქმდება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ერთის მხრივ, როგორც გამოძიების ეფექტურობას და ზოგადად, სისხლის სამართლებრივი საქმეების წარმართვის ეფექტიანობას, ამავდროულად ის ბუნდოვანება, რომელიც არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით იქნება აღმოფხვრილი“, - განაცხადა გორდულაძემ. ცნობისთვის, ცვლილება 20 კანონში შედის. დღესვე, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)