|
2016-03-17 09:47:55, 2974 ნახვა
სპორტი
კვირიკაშვილი: რეფორმების არ დასრულება, არ გულისხმობს იმას, რომ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციებზე აგდებით ვისაუბროთ
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბოლო დროს ქვეყნის უსაფრთხოებაზე გამოთქმულ განცხადებებს გამოეახმაურა და მათ პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა. კვირიკაშვილის თქმით, შსს-ში, უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში რეფორმების საჭიროება არ გულისხმობს იმას, რომ ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციებზე აგდებით ისაუბრონ. კვირიკაშვილის შეფასებით, მათი დისკრედიტაცია უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ასუსტებს. „მინდა, ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო უმნიშვნელოვანესი რეფორმები ამ კუთხით შსს-ში, უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში და სწორედ ამ რეფორმების და ამ ინსტიტუტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რამაც დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი მოიტანა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ თითოეული სიტყვა, გამოთქმული ამ ინსტიტუტიციების დისკრედიტაციის კუთხით, ჩვენს სახელმწიფოს ასუსტებს. ის, რომ რეფორმები არ დასრულებულა და ეს ინსტიტუციები კიდევ საჭიროებენ რეფორმებს, არავითარ შემთვევაში არ გულისხმობს, რომ ჩვენ აგდებით ვისაუბროთ ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციებზე, როდესაც ამდენი გამოწვევები გვაქვს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს დისკრედიტაცია უპირველეს ყოვლისა ასუსტებს სახელმწიფოს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)