|
2025-05-22 15:54:16, 1479 ნახვა
საზოგადოება
უშბაზე ექსპედიციის დროს, მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა
უშბაზე ექსპედიციის დროს, მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი Adrenaline ავრცელებს. „დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს. ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას. ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან. Adrenaline-ის გუნდი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)