00:34 - 11 Jun, 2026
|
2025-05-22 15:27:26, 1186 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ზურა ჯაფარიძის პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაურია
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზთან, სადაც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს, ხმაურია. ჯაფარიძის პროცესზე დამსწრეები და მხარდამჭერები ითხოვენ დარბაზის შეცვლას, ვინაიდან, მათი განცხადებით, არსებული სხდომათა დარბაზი ძალიან პატარაა და დამსწრეებს შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ. ადგილზე ისმის შეძახილები „შეცვალე!“ ხმაურის ფონზე ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს სასამართლო შენობაში კამერით, მიკროფონითა და ფოტოაპარატით შესვლა აკრძალული აქვთ. მედიის წარმომადგენლებს პროცესზე მხოლოდ დასწრება შეეძლებათ. რაც შეეხება ვიდეო - გადაღებას, მას მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)