11:46 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 15:49:13, 756 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძის ფიგურა საერთოდ არ შეესაბამება რაიმე პოლიტიკურ პლატფორმაზე საუბარს

პაატა ბურჭულაძემ ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში - მიაჩნია, რომ თვითონ არის ერთადერთი და განუმეორებელი - რასაკვირველია, მასზე ვერ ვილაპარაკებთ როგორც სერიოზულ ადამიანზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს და სიტყვა „პლატფორმა“ მისგან ძალიან შორსაა.

„არ ვიცი რომელი უფრო წარმატებული იქნება, პაატა ბურჭულაძის პლატფორმა თუ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა ერთმანეთთან ბრძოლაში, მაგრამ საქართველოში ვერ იქნება წარმატებული. წარმატებული იყო პაატა ბურჭულაძე, როცა მღეროდა მსოფლიოს სცენაზე, შემდეგ უმღეროდა უკვე პუტინს და რუსეთში იყო თანამდებობებზე დანიშნული ადამიანი. ამას ვერანაირად ვერ ჩავუთვლით იმ წარმატებაში, რომელსაც დღეს ჩემულობს, რომ თურმე ეგ არის მედროშე ევროპისაკენ სვლის. არ შეესაბამება პაატა ბურჭულაძის ფიგურა საერთოდ რაიმე პლატფორმაზე საუბარს, მით უმეტეს, სერიოზულ საუბარს. სალომე ზურაბიშვილი, რასაკვირველია, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი ქარტიით უნდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერიც გახდეს, მათ შორის და პაატა ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ თვითონ არის ერთადერთი და განუმეორებელი. აი, გედი ფოფხაძის როლი და პლატფორმა ვერ გამოვიცანით ჯერჯერობით და ალბათ, უახლოეს პერიოდში ესეც ცნობილი გახდება.

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს. არსებობს სისულელე, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ხშირად გვთავაზობს, რათა მისი სახელი ხშირად იქნას განმეორებული. სისულელეს ამბობს სულელი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ პაატა ბურჭულაძე, სადაც იყო გამოჩენილი და მღეროდა მეტროპოლიტენ ოპერაში მაქვს მისი მონაწილეობით მოსმენილი საოპერო დადგმა - „აიდა“. მანდ კარგი იყო და მერე დაიწყო სიმღერები და ფლუგერივით ტრიალი. ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას სათავეში ჩაუდგა. რასაკვირველია, მასზე ვერ ვილაპარაკებთ როგორც სერიოზულ ადამიანზე. ერთი კი შეგვიძლია ვთქვათ, შესანიშნავი სქემით ჩაატარა თაღლითობა, რასაც ჰქვია ვითომდა, უსახლკაროთა და ბავშვთა დახმარება. შესანიშნავი, კარგად გათვლილი თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა მაშინ და დღეს მას ვუყურებთ როგორც რაღაც პოლიტიკურ ლიდერს და რაღაც პლატფორმებზე ვლაპარაკობთ. სიტყვა პლატფორმა პოლიტიკურ თემაშია, პაატა ბურჭულაძესთან მიმართებით არის ძალიან შორს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics