|
2025-05-21 12:27:03, 756 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ცხადია, 26 მაისს პროვოკაციის მოწყობის მცდელობა ექნებათ
ცხადია, 26 მაისს პროვოკაციის მოწყობის მცდელობა ექნებათ - რა თქმა უნდა, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტები, ყველაფერს გააკეთებს, ასეთი ბინძური პროვოკაციები იქნეს არიდებული, რაც დააანონსა თუნდაც, სალომე ზურაბიშვილმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, 26 მაისი არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. „26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე. ეს არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტები ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი ბინძური პროვოკაციები იქნეს არიდებული, რაც დააანონსა თუნდაც, სალომე ზურაბიშვილმა... გედევან ფოფხაძე ჩერჩეტია ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, პროვოკაციების მცდელობა ექნებათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მარგინალიზებულები არიან მთლიანად აღნიშნული დაჯგუფება. რადიკალიზმი, აგენტურა, ის ადამიანები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან, ვერასდროს გაიმარჯვებენ ამ ქვეყანაში. ასეთ ადამიანები ყოველთვის განწირული იქნებიან მარცხისთვის,“ - განაცხადა კალაძემ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)