|
2025-05-20 19:18:06, 974 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა კანცლერ მერცთან
მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა კანცლერ მერცთან, ყველა ჩვენი კონტაქტისა და ნაბიჯის იმდენად ახლო კოორდინაციას ვახდენთ, რამდენადაც შესაძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან გამართული საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გერმანიის კანცლერ ფრინდრიხ მერცთან. მადლობა გადავუხადე უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ძლიერი და კონსტრუქციული პოზიციისთვის. განვიხილეთ ჩვენი გუშინდელი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, ისევე როგორც დღევანდელი საუბრები ევროპელ ლიდერებთან. ყველა ჩვენი კონტაქტისა და ნაბიჯის იმდენად ახლო კოორდინაციას ვახდენთ, რამდენადაც შესაძლებელია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორს შორის ერთიანობის შენარჩუნება და გამოსავლების ძიება, რომლებიც ნამდვილად შეძლებენ ამ ომის სამართლიანი მშვიდობით დასრულებას. ასევე ვისაუბრეთ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაზე. უკვე უნდა ვფიქრობდეთ ამაზე და ნათელი გეგმა გვქონდეს, რომელიც დაგვეხმარება ნამდვილი მშვიდობის ახლა დაახლოებასა და მოგვიანებით მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. ერთად ვიმუშავებთ, რათა ეს ყველაფერი მოხდეს. მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის”, - წერს ზელენსკი.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)