|
2025-05-20 16:30:58, 840 ნახვა
პოლიტიკა
ზურა ჯაფარიძე - არასწორი მგონია, რომ იმას, რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არჩევნები დავუძახოთ
რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არასწორი მგონია, რომ არჩევნები უნდა დავუძახოთ - იქნება სპექტაკლი, რომელსაც რეჟიმი დადგამს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებით სურს, რომ კონკურენტული და მრავალპარტიული არჩევნების მოცემულობა შექმნას და მასში მონაწილეობა „ქართული ოცნებისთვის“ დახმარების გაწევად ჩაითვლება. „რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არასწორი მგონია, რომ არჩევნები უნდა დავუძახოთ. ეს იქნება უფრო უარესი პროცესი, ვიდრე 26 ოქტომბერს იყო და 26 ოქტომბერს არჩევნები არ ყოფილა. ამიტომ არ შეიძლება ამას არჩევნები დავუძახოთ. იქნება სპექტაკლი, რომელსაც რეჟიმი დადგამს. ჩემი აზრით, მასში მონაწილეობა, რეჟიმისთვის დახმარების გაწევა, მრავალპარტიული და კონკურენტული არჩევნების დახატვის მცდელობა იქნება, თითქოს ამ ქვეყანაში არჩევნები არსებობს. ამიტომ ამ ტყუილში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თავიანთ პოზიციას ღიად არ აფიქსირებენ. მე ამ მოცემულობაში, რომელშიც ახლა ვართ, ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე ამ პროცესში შევიდეს“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მკაფიო პასუხი გასცენ კითხვას, იღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მელიას თქმით, ახლა „პოლიტიკური ბუნდოვანების, პოლიტიკური ორაზროვნების დრო დასრულდა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა - რას აკეთებენ ისინი, შედიან თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?“.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)