11:02 - 18 Aug, 2026
|
2025-05-20 13:31:05, 1523 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა - მატარებელი ლანჩხუთში საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანების გამო გაჩერდა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. "პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება" - წერია რკინიგზის განცხადებაში. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი გამოცემა ცნობას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებდა. 25 აპრილს ძლიერი დაკვამლიანება იყო ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ვაგონში. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)