|
2025-05-19 14:29:14, 885 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. როგორც პროცესის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, აღნიშნულ კომისიას ხელისუფლება პოლიტიკური ლიდერების დევნისა და ზეწოლისთვის იყენებს. „ეს კომისია არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა, კანონის დარღვევით. პირველივე საქმე ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაიწყეს, თითქოს ეს კომისია წინა ხელისუფლების საქმეების გასარკვევად შეიქმნა და დაიწყეს პოლიტიკური ლიდერების დაბარება და ზეწოლა. ჩვენ უარი განვაცხადეთ, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია და არალეგიტიმურმა პარლამენტმა კი არაკანონიერად შექმნა ეს კომისია, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში მზად ვართ კითხვებს ვუპასუხოთ. ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა ბადრი ჯაფარიძის პროცესზე მოსამართლემ საქმეში დატოვა ის მტკიცებულებები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, იმის დამადასტურებლად, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური. ეს საინტერესო ამბავია. ჩვენ უნდა ჩამოვხსნათ ნიღაბი არაკანონიერ ხელისუფლებას და ამას ნებისმიერი ტრიბუნიდან გავაკეთებთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, თუ როგორც მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, გააყალბა, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი პარლამენტში და შემდგომ ქმნის კომისიას. სად არის კომისიაში ოპოზიციონერი პარტიები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)