|
2025-05-19 11:56:10, 786 ნახვა
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ „სპეცოპერაციაში“ თვითონ მონაწილეობდნენ
უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ „სპეცოპერაციაში“ თვითონ მონაწილეობდნენ და ეს არის პირდაპირი სიმპტომი იმისა, რომ ეს ხალხი ამ ბოროტებით ტკბებოდა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება. როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობამ“ წააგო იმით, რომ „შეეხნენ ღირსებას, შეეხნენ ისტორიას, ეკლესიას და რწმენას. მისივე თქმით, ქართველმა შეიძლება 100% გაიღოს თავისი მატერიალურის, მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების“. „არც ის, რომ ლიცენზიას წაართმევ თუ უცბად მისი საკარმიდამო, მამაპაპისეული სახლ-კარი აღმოჩნდება ვინმე სხვისი და ისე გასხვისდება და რეესტრში მივიდოდა და აღმოაჩენდა, რომ თვითონ მამაპაპისეული საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც ის ცხოვრობდა თუ მისი მამა-პაპანი ხნავდნენ თუ კალოდ იყენებდნენ, აღმოჩნდებოდა ვინმე სხვისი, თუნდაც გადამთიელის, ამასაც კი რუდუნებით თუ მოთმინებით, რა თქმა უნდა დიდი ძალისხმევის შედეგად ითმენდა ხალხი, მაგრამ ქართველი ხალხი არასოდეს არ ითმენდა ღირსების შელახვას. ეს ვერ გაიგეს ამათმა. აქ არის ღირსებაზე ლაპარაკი. ესენი კომერციული თვალსაზრისით ზომავდნენ, რომ მაგალითად წავართმევ 90%-ს და 10% დარჩებათ და ამას მოითმენს და სინამდვილეში შეიძლება ქართველმა 100% გაიღოს თავისი მატერიალურის, მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების. აი ამაში წააგეს ამათ, რომ ესენი შეეხნენ ღირსებას, შეეხნენ ისტორიას, ახალი ქართველის გამოყვანას, ეკლესიას, რწმენას, ყველაფერს. ბოროტებასთან მიმართებაში, ყველაზე ნიშანდობლივი რა არის იცით, რომ შეეძლოთ, ვიღაც ქვედა რგოლის წარმომადგენელი ყოფილიყო, მაგრამ არა უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ „სპეცოპერაციაში“ თვითონ მონაწილეობდნენ და ეს არის პირდაპირი სიმპტომი იმისა, რომ ეს ხალხი ამ ბოროტებით ტკბებოდა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)