|
2025-05-19 10:26:57, 798 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - დღეს ჩვენ გასაუბრება გვექნება 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ადამიანებთან
დღეს ჩვენ გასაუბრება გვექნება 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ადამიანებთან - 26 მაისი „ნაცმოძრაობის“ კლასიკური სახეა, თუ როგორ შემოდეს ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანი მაღაზიის სახურავზე, მათ შორის, სასტიკად გაუსწორდნენ ქუჩაში ადამიანებს და საშუალება არ მისცეს, გასულიყვნენ რუსთაველის გამზირიდან, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, „საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მაშინდელმა რეჟიმმა კიდევ ერთი სახე აჩვენა, ახსნა-განმარტებებს მისცემენ კომისიას“. „საგამოძიებო კომისია აგრძელებს სხდომებს. დღეს ჩვენ გასაუბრება გვექნება 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ადამიანებთან. საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მაშინდელმა რეჟიმმა კიდევ ერთი სახე აჩვენა, ახსნა-განმარტებებს მისცემენ კომისიას. 26 მაისი „ნაცმოძრაობის“ კლასიკური სახეა, თუ როგორ შემოდეს ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანი მაღაზიის სახურავზე, მათ შორის, სასტიკად გაუსწორდნენ ქუჩაში ადამიანებს, საშუალება არ მისცეს, გასულიყვნენ რუსთაველის გამზირიდან. სულ რამდენიმე საათში კი სააკაშვილმა 26 მაისის აღლუმი მიიღო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხია „2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა ფაქტები“. დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე მოწვეულნი არიან: ნონა გაფრინდაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, გიორგი ბურჯანაძე (ჩართვა) და ელდარ (ლუკა) კურტანიძე.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)