|
2025-05-16 14:17:15, 883 ნახვა
პოლიტიკა
„საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა (IDU) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. IDU-ს ფორუმში, რომელიც ბრიუსელში იმართება, „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე მონაწილეობენ. “საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის“ სამიტმა საქართველოს შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო. სამიტს ესწრებიან ლიდერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული რეზოლუცია გამოხატავს ცალსახა მხარდაჭერას ჩვენი საზოგადოების, პოლიტპატიმრების მიმართ, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. რეზოლუცია გამოხატავს მხარდაჭერას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მასში ნათქვამია, რომ ის არის პუტინის პატიმარი. შესაბამისად, რეზოლუცია მის გათავისუფლებას მოითხოვს. რაც მთავარია, ყველა აცნობიერებს, რომ “ოცნებამ” ქვეყანაში დიქტატურა დაამყარა. რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ამისთვის “ოცნებამ” ფასი გადაიხადოს - კონკრეტულად, უნდა დაუწესდეთ სანქციები. მათ საქართველოს ევროპულ მომავალს უღალატეს. შესაბამისად, ისინი უნდა დაისაჯონ - ასეთია აქ მყოფთა ლიდერების ძალიან დიდი ნაწილის აზრი. “ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ბრძოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რათა ქართველი ხალხის ხმა მიტანილი იყოს ყველგან, იქნება ეს ბრიუსელი, ვაშინგტონი თუ ნებისმიერი სხვა დედაქალაქი”, - განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)