|
2025-05-16 12:18:18, 858 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია!
აგენტურის წარმომადგენლებმა რაღაც ხომ უნდა თქვან?! სათქმელი რომ არაფერი აქვთ, უტოპიაში გადავიდნენ - ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განუცხადა. როგორც გორდულაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიცია აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობს და თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს. “როცა იმაზე საუბრობენ, რომ არჩევნებში ბიულეტენმა გაჟონა და ხმის ფარულობა დაირღვა, ტელეფონით ჩატარებული არჩევნებში რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები არსებობდეს?! არასერიოზულია! ეს ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში არიან, მათ სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ. ზოგადად პაატა ბურჭულაძეს ასეთი განცხადებები სჩვევია“, - განაცხადა გორდულაძემ. არჩევნები ტელეფონით ჩატარების შესაძლებლობაზე პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები. “ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც “ქართული ოცნების” ქაღალდები, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)