|
2025-05-15 21:42:44, 1112 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი კობახიძის წერილზე - ნამდვილი ადრესატი მოსკოვია, მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი გაგზავნილ საჯარო წერილს და აცხადებს, რომ წერილის ადრესატი სინამდვილეში მოსკოვია. სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „ანტი-ამერიკულ კურსს ახორციელებს 2012 წლიდან და ვინც სხვა რამეს ამტკიცებს, იტყუება ან თავს თავს იტყუებს“. „მიკვირს ამ დღეებში მიამიტური კომენტარები, რომ თითქოს კობახიძის მეშვეობით ივანიშვილი რაღაცას ეხვეწება ტრამპს, სინამდვილეში ივანიშვილმა ზუსტად იცის თუ რა პირობები წაუყენა ტრამპის ადმინისტრაციამ მას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ამ პირობებს შორის არის ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე. „სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე. მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ საქართველოს სრული ანექსია“, - აცხადებს ის. „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნა ღია წერილი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს, მიმართა. კობახიძე ტრამპს წერს, რომ
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)