|
2025-05-15 20:46:20, 1066 ნახვა
სამართალი
ხვალ, მზია ამაღლობელის სასამართლოს ევროპარლამენტარი ლენა შილინგი დაესწრება
ხვალ, 16 მაისს, ბათუმში ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მისი საქმის დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოდის ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც განცხადებას ავრცელებს: „მზიას ასამართლებენ იმიტომ, რომ კრიტიკული ჟურნალისტია.მას ასამართლებენ იმიტომ, რომ უარს ამბობს სიჩუმეზე - უსამართლობის წინაშე. ამიტომ ვიქნები ბათუმში — რომ დავუდგე მხარში მას და ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის იბრძვის. როგორც ევროპარლამენტარი, ვაცხადებ: საქართველო ეკუთვნის ევროპას, მაგრამ ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში, რომელიც თელავს ადამიანის უფლებებსა და პრესის თავისუფლებას, მას ადგილი არ აქვს ევროკავშირში. როდესაც ჟურნალისტებს ადუმებენ — დემოკრატია თავად დგება საფრთხის წინაშე.“ მზია ამაღლობელი, რომელიც პირველ ჟურნალისტ ქალ პოლიტპატიმრად არის მიჩნეული, 11 იანვრიდან დაკავებულია. მისი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ შეფასდა ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების უმრავლესობის, საერთაშორისო უფლებადამცველებისა და პრესის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ, ისევე როგორც საქართველოს შიგნით მოქმედი მრავალფეროვანი პროდემოკრატიული ჯგუფების მხრიდან. გასულ კვირას, ამაღლობელმა სასამართლოში უჩივლა „ქართული ოცნების“ ლიდერებს — ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და სოზარ სუბარს. 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა სარჩელით და მოითხოვა ამ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და მათი უარყოფა იმავე მედიასაშუალებებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)