|
2025-05-15 15:32:29, 794 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
13 მაისს, ლონდონში, თიბისი ლიზინგს და EBRD-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმსხვილესმა სალიზინგო კომპანიამ 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ნაწილია და ასახავს ორგანიზაციების მზაობას, ხელი შეუწყონ ქართული ბიზნესების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას. დაფინანსების 50% მიმართული იქნება მწვანე ინვესტიციებზე, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ სპეციალური სალიზინგო პროდუქტებით განახლებადი ენერგიის და მდგრადობაზე ორიენტირებული აქტივების მიმართულებით. მეტ ქართულ კომპანიას ექნება საშუალება გაეცნონ მსოფლიო ტენდენციებს გარემოსდაცვითი, მდგრადი გადაწყვეტილებების მიმართულებით და მიიღონ დაფინანსება საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. "პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ ისეთ საიმედო პარტნიორთან, როგორიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია მრავალწლიან თანამშრომლობას კიდევ უფრო ვაღრმავებთ, რაც ხელმოწერილი ხელშეკრულებითაც დასტურდება. ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართულია საქართველოს მცირე და საშუალო სექტორის გაძლიერებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც მდგრადი განვითარება და მწვანე დაფინანსებაზე გაზრდილი წვდომაა. მოზიდული 11 მილიონი ევროს რესურსი, სწრაფად განვითარებად ბაზარზე SME (მცირე და საშუალო საწარმოების) მხარდაჭერას მოხმარდება" - გაიოზ გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)