|
2025-05-15 10:34:30, 1049 ნახვა
მსოფლიო
მარგუს ცაჰკნა - პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად არ ჩამოვიდა, ეს ყველა ჩვენგანისთვის სახეში დარტყმას ჰგავს
ის ფაქტი, რომ პუტინი არ ჩამოვიდა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, აჩვენებს, რომ პუტინი სერიოზულად არ აღიქვამს ამ შესაძლებლობას მშვიდობის მოსაძებნად და ხელახალი მოლაპარაკებების დასაწყებად,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პუტინის ეს ნაბიჯი უკრაინისა და ნატო-ს წევრებისთვის სახეში გარტყმას ჰგავს და კარგად აჩვენებს, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს. „ვფიქრობ, ეს უკრაინისთვის, ყველა ჩვენგანისთვის, სახეში დარტყმას ჰგავს. პუტინი ამ შესაძლებლობას ძალიან სერიოზულად არ აღიქვამს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ესტონეთის მთავრობამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატოს სასაზღვრო სახელმწიფო ვართ, რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტეთ, რომ სამხედრო ძალებით მონაწილეობას მივიღებთ ნებაყოფლობით კოალიციაში, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ცაჰკნამ. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაა და ესტონეთი მზად არის ამ ნაბიჯის გადასადგმელად. „დღეს ჩვენ ბევრ მნიშვნელოვან თემას განვიხილავთ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნატომ აუცილებლად უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. ამიტომ, ესტონეთმა უკვე გადაწყვიტა, რომ მომავალი წლიდან ჩვენი რეალური თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5.4%-მდე გაზარდოს“, - განაცხადა ცაჰკნამ.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)