|
2025-05-14 14:00:19, 811 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ვინც დღეს ივანიშვილთან ერთად აზიანებს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას, ის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას
ქართული–ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი თავისუფლების ფარია, ამიტომაც ცდილობენ მტრები მის დაზიანებას, მაგრამ ვერ შეძლებენ! - რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო აზიანებენ საკუთარ თავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვინც დღეს ივანიშვილთან ერთად აზიანებს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობას, ის ებრძვის საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს. „ამ მეგობრობას დღეს ინარჩუნებს ქართველი ხალხი და არა ბოროტი მაჯლაჯუნები, ვინც ქვეყანას რუსულ ჭაობში მიათრევს! ეს არ არის უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობა, ეს არის ჩვენი თავისუფალი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მომავლის გეგმა. ქართული–ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი თავისუფლების ფარია, ამიტომაც ცდილობენ მტრები მის დაზიანებას, მაგრამ ვერ შეძლებენ! რადგან რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო აზიანებენ საკუთარ თავს. ამის მკაფიო მაგალითია „MEGOBARI აქტი“, რომელიც ამბობს: სანქციები ივანიშვილს და მის დაჯგუფებას – მეტი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველ ხალხს!"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)