|
2016-03-16 15:31:04, 868 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერმა აჭარაში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
აჭარაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დათვალიერა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. ცნობისთვის, ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თეატრის შენობის ფასადს რესტავრაცია ჩაუტარდება და შენობას პირველადი სახე დაუბრუნდება. პროექტის თანახმად, რესტავრაცია ასევე ჩაუტარდება თეატრის ჭაღს, შიდა ინვენტარს. შემოქმედებითი დასისთვის და ადმინისტრაციის წევრებისთვის ოთახები მოეწყობა. შეიცვლება გათბობა - ვენტილაციის სისტემა. დამონტაჟდება ახალი განათებისა და გახმოვანების აპარატურა. პროექტის თანახმად, პირველ სართულზე, თეატრის მუზეუმი განთავსდება. ფოიეში კი ლიტერატურული კაფე გაიხსნება. თეატრისთვის სიახლეს წარმოადგენს სამი სასტუმრო ნომრის მოწყობა, რომლითაც მოწვეული რეჟისირები, მხატვრები, მსახიობები ისარგებლებენ. მნიშვნელოვანია შენობაში დამატებით მცირე სცენის მოწყობა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრს სამი სცენა ექნება. დამონტაჟდება სინქრონული თარგმნის აპარატი, რაც ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრს საშუალებას მისცემს საერთაშორისო ფესტივალებს უმასპინძლოს. თეატრის რეაბილიტაცია 2015 წლის მარტის ბოლოს დაიწყო და 2017 წლისათვის დასრულდება. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)