|
2025-05-13 17:26:33, 1056 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა Citi-სგან 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიანი, 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვაჭრობის დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა. ის Citi-სთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”) ნაწილია. ეს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მე-12 წარმატებული ტრანზაქციაა. ხელშეკრულების მიზანია, ბანკმა შექნას საუკეთესო ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის (SME) სექტორებისთვის. „მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას Citi-სთან, რაც 45 მილიონი დოლარის სავაჭრო დაფინანსების გარიგებითაც გამოიხატება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს, განსაკუთრებით კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორებში, და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ფინანსური სერვისები შევქმნათ და ბიზნესებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი შესაძლებლობების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Citi-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ბიზნესების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან გვაქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნულ გარიგებას, ერთი მხრივ, წვლილი შეაქვს ჩვენი მომხმარებლების ზრდაში და მხარს უჭერს აქტივობებს ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, მეორე მხრივ კი, ადასტურებს Citi-ის უწყვეტ მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონისადმი”, — განაცხადა ემრე უმუტმა, Citi-ის სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)