|
2025-05-13 17:17:26, 910 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი - გამოუშვით აქციაზე დაკავებული ადამიანები
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საჯაროდ მიმართავს ყოფილ პოლიტიკურ გუნდს და მოუწოდებს, გათავისუფლდნენ ის პირები, რომელთა პატიმრობაც, მისი თქმით, ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და დაძაბულობის გაღრმავებას. [აქციების დროს დაკავებული ადამიანები]. „გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას,“ — წერს კვირიკაშვილი და აღნიშნავს, რომ მათი პატიმრობაში ყოფნა არ არის იმ საზოგადოების ინტერესში, რომლის სახელითაც დღეს მოქმედი ხელისუფლება ლეგიტიმაციას იღებს. მისი თქმით, ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრების „გაუბედურება“ არ უხარია „საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის — თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან.“ კვირიკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ჰუმანური ნაბიჯი არ იქნება სისუსტის გამოხატულება. უფრო მეტიც — ის ამ ნაბიჯს აუცილებლობად მიიჩნევს იმ პირობებში, როცა, მისი თქმით, არცერთი ადამიანი, ვინც გადაამეტა ძალაუფლებას, არ დასჯილა. „ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიხისტე და ადამიანური კომპრომისის გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები,“ — აღნიშნავს ყოფილი პრემიერი და ამატებს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს შენება ცალმხრივი სიმკაცრით შეუძლებელია. „გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებითს მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც,“ — წერს კვირიკაშვილი.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)