|
2025-05-13 10:07:49, 818 ნახვა
პოლიტიკა
დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ
მთავრობის ინიციატივით, დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ. სავარაუდოდ დღესვე, კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განხილვისთვის გავა. “დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ხორციელდება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. პროექტის თანახმად, დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ისეთი ნორმები ემატება, რომელთა დაცვაც დიპლომატიური სამსახურის პრინციპების, საჯარო ინტერესების, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის აუცილებელი იქნება. ამასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი ნორმა ემატა. ამ ნორმის გათვალისწინებით, მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის ინტერესების და იმიჯის შელახვა ან ისეთი ქმედების ჩადენა გამოიწვიოს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს ეწინააღმდეგება, პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველი იქნება. პირები, რომლებიც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის საფუძველზე იქნებიან გაწვეული, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ პირთა წრეს დაემატებიან. კანონში დაგეგმილი ცვლილების ფარგლებში სიახლეა ისიც, რომ დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები (გარდა სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად, დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ შეფასებას, ნაცვლად კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთხელ შეფასებისა. ამავე კანონის პროექტით გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდა 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)