|
2025-05-09 10:17:22, 681 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ - აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს
რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, აშშ, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს. „მისაღები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცული იქნება და ორივე ქვეყანა პასუხისმგებელი იქნება ამ პირდაპირი მოლაპარაკებების დაურღვევლობის პატივისცემაზე“, - წერს ტრამპი. მისი მტკიცებით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაიცავენ, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. „თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ. ყოველკვირეულად ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება და ყველას უნდა სურდეს, რომ ეს შეწყდეს. მეც ასე ვფიქრობ და ამერიკის შეერთებული შტატებიც ასე ფიქრობს. როგორც პრეზიდენტი, მე, ევროპელებთან ერთად, ერთგული დავრჩები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ და ეს იქნება ხანგრძლივი მშვიდობა! ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებამდე უნდა მიგვიყვანოს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება გაკეთდეს და თუ ჩემი სამსახური საჭირო გახდება, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნები“, - წერს ტრამპი.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)