|
2016-03-16 12:40:03, 1283 ნახვა
მსოფლიო
სპეცოპერაციის დროს ბრუსელში 1 ეჭვმიტანი გარდაიცვალა, 4 სამართალდამცველი დაშავდა
ბრიუსელში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 4 სამართალდამცველი დაჭრეს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა, კიდევ ორი კი გაიქცა, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ბრუსელის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. სპეცოპერაცია ბრიუსელის ერთ-ერთ გარეუბანში, დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში ქალაქ ფორეში ჩატარდა. იგი გასულ წელს პარიზში განხორციელებული ტერაქტთან კავშირში მყოფი პირების დაავების მიზნით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საფრანგეთის პოლიციამაც მიიღო. როგორც სააგენტო ბრუსელის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, სპეცოპერაციის დროს რამდენიმე ადამიანმა პოლიციელების დაცხრილვა დაიწყო. ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილია, ამჟამად დგინდება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს განხორციელებულ ტერაქტს 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. მას შემდეგ არაერთი ოპერაცია ჩატარდა, მხოლოდ ბელგიაში 11 ადამიანი დააკავეს. ევროპის არაერთ ქვეყანაში კი უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)